არჩევნები ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსთავის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე სასწრაფო გამოიძახეს

რუსთავის 67-ე საარჩევნო უბანზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „პირველი“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახების მიზეზი ის გახდა, რომ უბანზე ამომრჩეველი შეუძლოდ გახდა. მომხდარს კენჭისყრის პროცესზე გავლენა არ მოუხდენია.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. დღეს საქართველოს მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატს და 64 მერს პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩევენ.

იტვირთბა....