არჩევნები ახალი ამბები მთავარი

აჰმედ იმამკულიევი: ჩვენს ერთ-ერთ მხარდამჭერს ”ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი ფიზიკურად გაუსწორდა

პარტია ”ევროპული საქართველო” ფრაქცია ”ქართულ ოცნებას” მარნეულში, ქვემო სარალში მათი მხარდამჭერის მიმართ მიყენებულ ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

როგორც ”ევროპული საქართველოს” მერობის კანდიდატმა ახმედ იმამკულიევმა განაცხადა, სოფელ ქვემო სარალში მათ ერთ-ერთ მხარდამჭერს ”ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა, ირქაზიმ აგუბოვმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მიზეზად კი ის ”ევროპული საქართველოს” მხარდამჭერობას ასახელებს.

”ევროპული საქართველოს” წევრები აცხადებენ, რომ სოფელ ქვემო სარალში 58-ე საარჩევნო უბანთან სიტუაციას აკვირდება პოლიციის მაღალჩინოსნის მამა, რაც დარღვევაა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა ალექსანდრე გიორგაძემ და თქვა, რომ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით მას ინფორმაცია არ აქვს.

რაც შეეხება საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა პარტიების მხარდამჭერთა მობილიზებას, გიორგაძის თქმით, პარტიის მხარდამჭერები საარჩევნო უბნიდან მოშორებით იმყოფებიან და არანაირი პრობლემა არ იქმნება.

იტვირთბა....