ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

არჩევნები რაჭაში: დარღვევები არ დაფიქსირებულა

ამ დროისთვის, რაჭაში ამომრჩეველთა აქტივობის საშუალო მაჩვენებელი ფიქსირდება. ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 6 440 ამომრჩევლიდან სასურველ კანდიდატს ხმა 24 % – მა მისცა.

როგორც ცნობილია, ონის მუნიციპალიტეტში მერობისთვის “ქართული ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატები იბრძვიან.

ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში სულ 11528 ამომრჩეველია რეგისტრირებული, გახსნილია 37 უბანი. საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ დრომდე არც ერთი დარღვევა არ დაფიქსირებულა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 დეპუტატს და 64 მერს, 4 წლის ვადით აირჩევენ.

საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცედურა დილის 8 საათზე დაიწყო და საღამოს 8 საათზე დასრულდება, რაც ხმების დათვლის პროცედურით გაგრძელდება.

თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შედეგებს არაუგვიანეს 9 ნოემბრისა თავად ცესკო შეაჯამებს.

იმ შემთხვევაში თუ მერობის კანდიდატები არჩევნების დღეს ხმათა 50%-ზე მეტს ვერ დააგროვებენ, ცესკო გამარჯვებული კანდიდატის გამოსავლენად მეორე ტურს დანიშნავს. მერის არჩევნების მეორე ტური ტარდება 16 ნოემბრამდე, პირველი ტურიდან არაუგვიანეს 25-ე დღისა.

იტვირთბა....