ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

არჩევნები რუსთავში: სიტყვიერი დაპირისპირება

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, მე-16 საარჩევნო უბანზე ,,ქართული ოცნების“ და ,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორები აცხადებენ, სკოლის ვიდეო კამერები, შეფუთულია.

”ნაციონალური მოძრაობის” კოორდინატორები ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებს უბნის ტერიტორიაზე აგიტაციაშიც ადანაშაულებდნენ, რასაც ”ქართულ ოცნებაში” კატეგორიულად უარყოფენ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 დეპუტატს და 64 მერს, 4 წლის ვადით აირჩევენ.

საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცედურა დილის 8 საათზე დაიწყო და საღამოს 8 საათზე დასრულდება, რაც ხმების დათვლის პროცედურით გაგრძელდება.

იტვირთბა....