ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

არჩევნები ოზურგეთში: ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლებას ართმევენ

ოზურგეთის სხვადასხვა საარჩევნო უბანში დღეს დილიდან ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლების წართმევის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა.

#7 და #55-ე საარჩევნო უბნებთან ორი ამომრჩეველი ისე გაატარეს და სხვის გრაფაში ხელის მოწერა შესთავაზეს, რომ სიაში არ გადაუმოწმებიათ.

“შევედით უბანზე, არც რიგის მომწესრიგებელი, არც რეგისტრატორები ყურადღებას არ აქცევენ ვინ შედის და ვინ გამოდის. გავიარეთ მარკირება და სიაში არ აღმოვჩნდით. გვითხრეს, სხვის გრაფაში მოაწერეთო, ამაზე არ დავთანხმდით და მივმართეთ საოლქო საარჩევნო კომისიას. ჩვენ აღარ გვაქვს ახლა ხმის მიცემის უფლება”. – აცხადებენ ამომრჩევლები.

შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 დეპუტატს და 64 მერს, 4 წლის ვადით აირჩევენ.

საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცედურა დილის 8 საათზე დაიწყო და საღამოს 8 საათზე დასრულდება, რაც ხმების დათვლის პროცედურით გაგრძელდება.

იტვირთბა....