ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ელისაშვილის წარმომადგენელი ამომრჩევლის უფლებების დარღვევაზე საუბრობს

ალეკო ელისაშვილის წარმომადგენლის განცხადებით, „ქართული ოცნების“ კოორდინატორებს თავად მიჰყავთ ამომრჩევლები საარჩევნო უბნებზე და მათ სახელსა და გვარებს იწერენ.

ვანო ნორაკიძე თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან, ამომრჩევლები უბნებზე იძულებით მიჰყავთ. უბნების წინ, შავებში ჩაცმული „ოცნების“ კოორდინატორები დგანან და ყველა მიმსვლელს აღრიცხავენ. ნორაკიძე ამომრჩევლის უფლებების დარღვევაზე საუბრობს.

„ქართული ოცნების“ კოორდინატორები დგანან სიებით ხელში და იწერენ ყველა იმ ადამიანს, ვინც მათ წინასწარ სიაში ჰყავთ შეყვანილი და აიძულებენ, რომ ხმა მისცენ მათთვის სასურველ კანდიდატს. მაგალითად, დიდუბეში, უბანი 34, 35 და 36 სამი უბანია და სამივეგან კოორდინატორები, შავებში ჩაცმული მამაკაცები დგანან, არავინ არ იცის ეს ხალხი ვისი თანამშრომლები არიან, სავარაუდოდ, ყველა ვხვდებით ვისი თანამშრომლები არიან. ვაკეში, ასევე 51-ე უბანზე დაფიქსირდა იგივე ფაქტი,“ – აცხადებს ვანო ნორაკიძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 დეპუტატს და 64 მერს, 4 წლის ვადით აირჩევენ.

საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცედურა დილის 8 საათზე დაიწყო და საღამოს 8 საათზე დასრულდება, რაც ხმების დათვლის პროცედურით გაგრძელდება.

იტვირთბა....