ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: დარწმუნებული ვარ, დამაჯერებელ გამარჯვებას მივაღწევთ მარნეულში

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი და კახი კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე ყიზილაჯლოში მომხდარ შემთხვევას ეხმიანება.

ამის შესახებ, ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

“თუ ვინმეს ჰქონდა საფუძველი, ეს ფაქტი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინა, ჩვენი პარტია იყო, მაგრამ ჩვენ ასე არ მოვიქეცით და მინდა, სხვა პოლიტიკურ ჯგუფებსაც მოვუწოდო, ნუ გამოიყენებენ ამ ფაქტს პოლიტიკური სპეკულაციების მიზნით. გამოძიება დაადგენს რა მოხდა, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, პოლიტიკური ინტერესი მომხდართან დაკავშირებით არ იკვეთება. ჩვენი პარტია ქვემო ქართლში და მარნეულში ისეთივე ერთიანია, როგორც მთელ საქართველოში. ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი კანდიდატები, გუნდი მუშაობს შეთანხმებულად და დარწმუნებული ვარ, დამაჯერებელ გამარჯვებას მივაღწევთ მარნეულში”, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ყიზილაჯლოში „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე დაუდგენელმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 4 ადამიანი დაჭრა.

დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდართან დაკავშირებით, შსს-ში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

იტვირთბა....