ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ევროპაში უვიზო რეჟიმი მკაცრდება: ინტერპოლი აპლიკანტისგან მოითხოვს ცნობას კრიმინალურ წარსულზე

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავდაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა ევროპაში უვიზო რეჟიმის გამკაცრებას. მესამე ქვეყანა, რომელიც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით სარგებლობს, ავტორიზაციის ელექტრონულ სისტემაში სამგზავრო ნებართვის აღება მოუწევს.

აპლიკანტმა, სპეციალურ სისტემაში უნდა ჩაწეროს პერსონალური და სამგზავრო დოკუმენტის მონაცემები, ასევე განათლებისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაციები.

კითხვები ასევე მოიცავს აპლიკანტის ჯანმრთელობის შესახებ ცნობებსაც. ასევე უნდა აღინიშნოს კრიმინალური წარსულის შესახებ ინფორმაციაც და საომარ ადგილებში ყოფნის შესახებ ცნობებიც.

აღსანიშნავია, რომ ინფორმაციის დამუშავება მას შემდეგ დაიწყება, რაც მოსაკრებლის გადასახადის შესახებ ცნობები დადასტურდება. ინფორმაციას ევროპოლი და ინტერპოლი გადაამოწმებს.

იტვირთბა....