არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“შეიძლება ეს შიდაპარტიული “რაზბორკებია”: ენმ-ს წევრი ყიზილაჯლოს ინციდენტზე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი აზერ სულეიმანოვი მარნეულში მომხდართან დაკავშირებით, შიდაპარტიული დაპირისპირების შესახებ საუბრობს:

“შეიძლება ეს შიდაპარტიული “რაზბორკებია”, დაპირისპირებაა. სამწუხაროდ ძალიან ცუდი ფაქტია. 2017 წელს მარნეულში, ვითომ ავღანეთია, ასეთი საშინელი ფაქტებია. ბოლო პერიოდში მარნეულში ხალხი დადის ავტომატებით, ნარკოტიკებით, ქურდობა, ძალადობა… ვერ გავიგე რა მოხდა ბოლო-ბოლო. ჩვენი მთავრობა ვითომ ყველაფერი კარგად არის, ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ თქვენ კარგად გახსოვთ 2014 წელს რა მოხდა ყიზილაჯლოში, 2016 წელს რა მოხდა… იგივე სცენარია”- აცხადებს სულეიმანოვი.

სოფელ ყიზილაჯლოში, “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს გვიან ღამით გაუხსნეს. დაჭრილია ხუთი ადამიანი, მათ შორის “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოვდაროვი და საკრებულოს მოქმედი დეპუტატი.

იტვირთბა....