იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სოფელ ყიზილაჯლოში მომხდართან დაკავშირებით, პოლიტიკურ ანგარიშსწორებას გამორიცხავს. მისი თქმით, ამ ეტაპზე, წინასწარ რაიმე ვერსიაზე საუბარი არ შეიძლება. მინისტრის აზრით, ამ ფაქტს არჩევნების და პოლიტიკასთან დაკავშირების გარეშე უნდა დააკვირდნენ და გამოძიების შედეგს დაელოდონ.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ თემის არჩევნებთან და პოლიტიკასთან დაკავშირების გარეშე უნდა დავაკვირდეთ და დაველოდოთ გამოძიების შედეგებს.
რაც შეეხება ქვემო ქართლსა და იმ რეგიონებს, სადაც შეიძლება იყოს გარკვეული დაძაბულობის ნიშნები, რა თქმა უნდა, იქ როგორც ყველა წინა არჩევნებზე, შესაბამისი სტრუქტურები ფლობენ ინფორმაციას და აქვთ პრევენციული გეგმა იმისათვის, რომ ამომრჩეველმა მისთვის სასურველ პარტიასა და კანდიდატს ხვალ დილიდან ხმა მისცეს მშვიდ გარემოში” – განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, გუშინ ღამით, სოფელ ყიზილაჯლოში “ქართული ოცნების” ოფისთან პარტიის წევრებს ცეცხლსასროლი იარაღით თავს დაესხნენ,-ოფიციალური ინფორმაცია შსს-მ გაავრცელა. თავდასხმის შედგად დაჭრილია პარტიის 5 წევრი.საქმე 117- ე მუხლით აღიძრა. ადგილზე შს მინისტრი იმყოფება. დაჭრილია საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი და ასევე, რამდენიმე ადამიანი, რომლებიც, “ქართული ოცნების” წევრები არიან.
ამ დროისთვის უცნობია თავდამსხმელის ვინაობა და მოტივი. დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. ორ მათგანს წუხელვე გადადუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, ერთი მათგანის ჯამრთელობის მდოგომარეობა სტაბილურად მძიმეა.