ახალი ამბები მთავარი სამართალი

მღებრიშვილი: მარნეულში მომხდარი ფაქტის გამოძიებაზე კვალიფიკაცია ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს

შინაგან საქმეთა მინისტრი არ გამორიცხავს, რომ მარნეულში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებაზე კვალიფიკაცია შეიცვალოს. მისი თქმით, გამოძიების ფარგლებში მუშაობა სხვადასხვა ვერსიაზე მიმდინარეობს.

„ჩვენ ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ, როგორც ყოველთვის. მიმდინარეობს გამოძიება, გვაქვს გარკვეული ოპერატიული ინფორმაციები, ასე რომ, უნდა დაველოდოთ ჩვენს თანამშრომლებს, რომლებიც ყოველწუთიერად ინფორმაციებს იღებენ და ამუშავებენ. საქმეზე კვალიფიკაცია ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს, კონკრეტულს ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით“, – აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.

სოფელ ყიზილაჯლოში “ქართული ოცნების” შტაბთან გუშინ საღამოს თავდასხმა მოხდა. შედეგად დაჭრილია ოთხი ადამიანი, მათ შორის “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოვდაროვი, საკრებულოს მოქმედი დეპუტატი და მათთან ერთად მყოფი კიდევ ორი პირი. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

იტვირთბა....