მთავარი სპორტი

საერთაშორისო ტურნირი კარატეში: საქართველოს ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა

კვირას სპორტკომპლექს არენაში  საერთაშორისო ტურნირი კარატეში open tbilisi გაიმართა, სადაც 7 ქვეყნის 500- მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. ღია პირველობაში სპორტსმენები 6-დან 21 წლამდე მონაწილეობდნენ. საერთო ჩათვლაში საქართველომ პირველობა არავის დაუთმო, მეორე ადგილზე აზერბაიჯანი, მესამეზე კი სომხეთი გავიდა.

წარმატებით გამოვიდა კარატეს კლუბი “პატრიოტი”, მწვრთნელი ზვიად ზვიადაური, ასპარეზობაზე წარმოდგენილი 14 სპორტსმენიდან 11-მა  მედლები მოიპოვა.  ჩემპიონები გახდნენ:  საბა სვინტრაძე,ლუკა კუზანაშვილი, ლუდა მარკოვა, ლიზი ზვიადაური, სალომე ასაბაშვილი, ლუკა გლურჯიძე. მეორე ადგილი ერგოთ მათე ცქიტიშვილს და რომა მინასოვს, მესამეზე გავიდნენ გიორგი ფრიდონაშვილი, ალინა ატოიანი და აღას ატაშოვი.

 

იტვირთბა....