“მე და ჩემი გუნდი მთელი წლის განმავლობაში, როგორც ქვეყნის შიგნით ისე გარეთ ვაფიქსირებდით ერთ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ კონსტიტუცია ყველასია და თანხმობაზე დაფუძნებული პროექტი მიგვეღო. სწორედ ამ მიზნით გამოვიყენე ვეტოს უფლებაც,” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა:
“როგორც მოგეხსენებათ 1 წლის წინ დაიწყო კონსტიტუციის ცვლილების პროექტი. პირველივე დღიდან ჩემთვის ნათელი იყო, რომ მმართველი გუნდი ერთპარტიული კონსტიტუციის მისაღებად ემზადებოდა. სწორედ ამიტომ მე ვიყავი პირველი, რომელიც ორპარტიული კონსტიტუციის მიღების პერსპექტიავზე ვსაუბრობდი და შესაბამისად ვდგამდი ნაბიჯებს. მე და ჩემი გუნდი მთელი წლის განმავლობაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ ვაფიქსირებდით ერთ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ კონსტიტუცია ყველასია და თანხმობაზე დაფუძნებული პროექტი მიგვეღო. სწორედ ამ მიზნით გამოვიყენე ვეტოს უფლებაც. სამწუხაროდ როგორც ამ საკითხში, ისევე როგორც ბევრ საკითხში, “ქართული ოცნება” ვერ გასცდა იმ ტრადიციას, რომელიც ერთპარტიულ კონსტიტუციას იღებდა ხოლმე საქართველოში და პარლამენტმა მიიღო ის, რაც აქამდე მომხდარა – ერთპარტიული კონსტიტუცია. სწორედ ამიტომ უაღრესად ძნელია ამ კონსტიტუციაზე ხელის მოწერა და მიუხედავად ამისა ქვეყნის შიდა და გარე გამოწვევებიდან გამომდინარე, გამომდინარე იქიდან, რომ ყველანირი ნაბიჯი უნდა გადავდგათ, რომ თავიდან აცილებული იყოს შესაძლო დესტაბილიზაციის მიზეზები და როგორც სახლემწიფოს მეთაური, სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი და კონსტიტუციის გარანტი, ხელს ვაწერ ამ დოკუმენტს. ამ პროცესში ჩვენ გვსურდა ევროპული სტანდარტის დამკვიდრება, სტანდარტი, რომელიც ბუნებრივია ქართული საზოგადოებისთვის. იყო მეორე სტანდარტიც, “ქართული ოცნების”, რომლისთვისაც გადაულახავ სიმაღლედ იქცა ის, როგორც იქცეოდნენ წინა ხელისუფლებები. ჩემი დღევანდელ ნაბიჯი მინდა განხილულ იქნას როგორც მაგალითი იმისა, რომ აი, ამ უფრო მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე, პოლიტიკოსმა შეიძლება არ გამოიყენოს ყველა ბერკეტი სახელმწიფოებრივი იდეალებიდან და სახელმწიფოს ინტერესიდან გამომდინარე. ამავე დროს მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, რომ კიდევ უფრო გააქტიურდეს, უფრო ძლიერი, უფრო მუშა და უფრო ეფექტური დამოკრატიის დამკვირდების პროცესში. მე დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებასთნ ერთად ჩვენ შევქმნით უფრო ეფექტურ დემოკრატიას და საბოლოოდ მივიღებთ თანხმობის კონსტიტუციებს. ამ თვალსაზრისით, სულ 2 დღეში არის უმნიშვნელოვანესი გამოწვევა. სულ 2 დღეში საქართველოს მოქალაქეებს გვაქვს შესაძლებლობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგათ ჩვენი უფლებების გასაღრმავებლად, დემოკრატიის გასაძლიერებლად – ეს არის თვითმმართვლეობის არჩევნები. მოგიწოდებთ ყველა მოქალაქეს იყოთ აქტიური, მიხვიდეთ საარჩევნო უბნებზე, მოიხადოთ თქვენი მოქალაქეობრივი ვალი და წვლილი შეიტანოთ დემოკრატიის გაღრმავებაში. აქტიური მონაწილეობა მიიღოთ ხელისუფლების ჩამოყალიბების პროცესში. ნაბიჯი გადადგათ უფრო გაღრმავებული პლურალიზმის და დემოკრატიის მიმართულებით.” – განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდება.
რაც შეეხება საკონსტიტუციო რეფორმას, პარლამენტმა ის მესამე მოსმენით მიიღო და მათ შორის პრეზიდენტის ვეტოც დაძლია.