თბილისში, რამდენიმე ქუჩას გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ავრცელებს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, დღეს 14:30 საათზე, გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა გლდანულას დასახლებას, გლდანის V, VI, VII და VIII მიკრორაიონებში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, სოფელ გლდანში რამდემინე ქუჩას და თიანეთის გზატკეცილის კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს.
გაზმომარაგება ასევე შეუწყდა ამ ტერიტორიაზე განთავსებულ საჯარო სკოლებს და კომერციულ ობიექტებს.
გაზის მიწოდება აღდგება ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.