ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

როგორია კიბოს სტატისტიკა საქართველოში 2014-2017 წლებში: დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან “მეტრონომს” ინფორმაცია მიაწოდეს

ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებისას,  2017 წელს, საქართველოში, ყველაზე მეტი შემთხვევა სარძევე ჯირკვალს უკავშირდება. ამის შემდეგ მოდის საჭმლის მომნელებელი ორგანოები, ხოლო შემთხვევათა სიხშირით მესამე ადგილზე  ფარისებრი და სხვა ენდოკრინული ჯირკვლების სიმსივნეა, -ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის  და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან “მეტრონომს” მიაწოდეს.

“მეტრონომის” მიერ გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ კიბოს დიაგნოზის ყველაზე იშვიათი შემთხვევა, 2017 წელს, ძვალსა და სასახსრე ხრტილს უკავშირდებოდა.

(კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს (IARC) რეკომენდაციით, სტატისტიკური გათვლებისთვის გამოიყენება ყველა ლოკალიზაციის კიბოს შემთხვევები, კანის სხვა კიბოსა და in situ სიმსივნეების გარდა).

ონკოლოგიური სტატისტიკის შესახებ სრული ინფორმაცია (2014-2017 წლები) კი შემდეგია:

ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების ახალი შემთხვევების სტრუქტურა ლოკალიზაციის
მიხედვით, საქართველო, 2014 წელი:

ავთვისებიანი ახალწამონაქმნები სულ – 5229
პირის ღრუს ორგანოები და ხახა – 83
ტუჩი – 26
საყლაპავი მილი – 54
კუჭი – 342
კოლორექტული – 432
ღვიძლი და ღვიძლშიდა სანაღვლე სადინარები – 151
პანკრეასი – 123
საჭმლის მომნელებული ორგანოების სხვა ლოკალიზაცია – 25
ცხვირის ღრუ, შუა ყური და ცხვირის დამატებითი წიაღები – 22
ხორხი – 209
ტრაქეა, ბრონქები და ფილტვი – 501
სუნთქვისა და გულმკერდის ორგანოების სხვა ლოკალიზაცია – 20
ძვლები და სასახსრე ხრტილები – 56
კანის ავთვისებიანი მელანომა – 64
კანის სხვა ავთვისებიანი ახალწამონაქმნები – 340
მეზოთელიუმი და რბილი ქსოვილები – 84
სარძევე ჯირკვალი – 1019
საშვილოსნოს ყელი – 176
საშვილოსნოს ტანი – 138
საკვერცხეები – 142
ქალის სასქესო ორგანოების სხვა ლოკალიზაცია -39
სასქესო ასო – 18
წინამდებარე ჯირკვალი – 224
სათესლე ჯირკვალი – 40
მამაკაცის სასქესო ორგანოების სხვა ლოკალიზაცია – 7
თირკმელი – 109
შარდის ბუშტი – 208
საშარდე ორგანოების სხვა და დაუზუსტებელი ავთვისებიანი სიმსივნე – 13
თვალი, თავის ტვინი და ცნს სხვა ნაწილები – 80
ფარისებრი ჯირკვალი – 92
სხვა ენდოკრინული ჯირკვლები – 16
არაზუსტად აღნიშნული, მეორადი და დაუზუსტებელი ლოკალიზაცია – 172
ლიმფოგრანულომატოზი – 32
ავთვისებიანი ლიმფომები – 70
ლეიკემიები – 93
ლიმფოიდური, სისხლმბადი და მონათესავე ქსოვილების სხვა ლოკალიზაცია – 9

ავთვისებიანი ახალწამონაქმნების შემთხვევების სტრუქტურა ლოკალიზაციის მიხედვით,
საქართველო, 2015-2017 (2017 წლის 6 თვის წინასწარი მონაცემებით):

           2015   2016    2017

ტუჩი, პირის ღრუ და ხახა 242   230   93
საჭმლის მომნელებელი ორგანოები 1714 1588  677
სასუნთქი სისტემის და გულმკერდის ღრუს ორგანოები 1192 1076 446
ძვალი და სასახსრე ხრტილი 60 46 20
ავთვისებიანი მელანომა 105 113 276
მეზოთელური და რბილი ქსოვილები 162 121 48
სარძევე ჯირკვალი 1885 1780 724
ქალის სასქესო ორგანოები 1058 1026 441
მამაკაცის სასქესო ორგანოები 615 498 206
საშარდე სისტემა 799 787 437
თვალი, თავის ტვინი და ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა ნაწილები 222 250 82
ფარისებრი და სხვა ენდოკრინული ჯირკვლები 723 898 472
გაურკვეველი, მეორადი და დაუზუსტებელი ლოკალიზაცია 295 299 106
ლიმფოიდური, ჰემოპოეზური და მონათესავე ქსოვილები 526 574 240
სულ 9598 9286 4268

აღსანიშნავია, რომ ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლის  და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ “მეტრონომისთვის” მიწოდებული ინფორმაციით, ავთვისებიანი სიმსივნეების გავრცელების შესახებ მონაცემების შეგროვების მიზნით, 2015 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ამოქმედდა ახალწარმონაქმნების აღრიცხვიანობის ახალი სისტემა- კიბოს პოპულაციური რეგისტრი. კიბოს რეგისტრის შემოღებამ და მონაცემთა შეგორვების ტექნოლოგიის ცვლილებამ გამოიწვია მკვეთრი სხვაობები წინა პერიოდში და 2015-2016 წლებში აღრიცხულ დაავადებებს შორის.

იტვირთბა....