მიხელ ჯანელიძე დღეს ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.
მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია ე.წ. ხელშეკრულებებით განაგრძობს ქართული რეგიონების შთანთქმას. შეხვედრა ევროპარლამენტში კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
„ევროპის ერთიანობა ჩვენი რეგიონისთვის დიდი იმედია. ვამაყობ, რომ წარმოვადგენ ქვეყანას, რომელიც ძლიერი ენთუზიაზმის მქონე სახელმწიფოა. არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვი, რომ საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაცია, სწორედ ევროპული მისწრაფებების შედეგია. ყველასთვის ცნობილია, რომ გრძელდება ჩვენი რეგიონების ოკუპაცია რუსეთის მიერ და ის განაგრძობს ჩვენი რეგიონების შთანთქმას ე.წ. შეთანხმებებით,“ – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.