“ზოგადად, პრემიერ-მინისტრის და მთავრობის სურვილია, იყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ალბათ, ამასთან დაკავშირებით ეჭვის საფუძველი არ არსებობს”, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ განაცხადა.
იან კელიმ საქართველოში წინასაარჩევნო გარემო დადებითად შეაფასა.
“წინასაარჩევნო გარემო არის კარგი და ჩვენ მოხარულები ვართ ამის გამო. როგორც ვიცი, აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე სახის პრობლემა არ ყოფილა. მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ძალიან ახლო თანამშრომლობა და კავშირი არჩევნების საერთაშორისო დამკვირვებლებთან – ეუთო-სთან, NDI-სთან და IRI-სთან. ზოგადად, პრემიერ-მინისტრის და მთავრობის სურვილია, იყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ალბათ, ამასთან დაკავშირებით ეჭვის საფუძველი არ არსებობს”, – განაცხადა იან კელიმ.
დღეს, პემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სახელმწიფო უწყებებს, პოლიტიკურ ძალებს და მოსახლეობას მოუწოდა, რომ არავის მისცენ საბაბი სახელმწიფო რესურსების გამოყენებაზე ერთი სიტყვა მაინც თქვან.