ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მთავარია, რას სთავაზობ ადამიანს ციხიდან გამოსვლის შემდეგ”

სასჯელაღსრულების მინისტრმა კახა კახიშვილმა პირდაპირ ეთერში სასჯელაღსრულების სისტემაზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს არის ურთულესი სისტემა, ფაქტობრივად, სახელმწიფო სახელმწიფოში.

“მთავარია, რას სთავაზობ შენ ადამიანს ციხიდან გამოსვლის შემდეგ. ჩვენთან არის სხვადასხვა პროგრამა, სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორისაა სიუციდის პროგრამაც, სადაც შესაბამისი სპეციალობის ადამიანები რისკ-ფაქტორებს ავლენენ. არის ასევე განათლების პროგრამაც და ახალი დაწესებულება გათავისუფლებისთვის მომზადების პროგრამით. მიხარია, თუ მოვახერხებთ და ადამიანის ცხოვრებას შევცვლით” – განაცხადა კახა კახიშვილმა.

მისი თქმით, თანამდებობა იძლევა იმის საშუალებას, რომ უფრო მეტი სიკეთე აკეთო. “სიკეთის კეთება მძიმე არ არის. ” – განაცხადა კახიშვილმა.

იტვირთბა....