aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ფოთში, მეოთხე სართულდან 8 თვის ჩვილი გადმოვარდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ფოთში, საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან 8 თვის ჩვილი გადმოვარდა. დაშავებული ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, თუმცა ჩვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, გიორგი ნიორაძის თქმით, ბავშვს სიმაღლიდან ვარდნის გამო სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნებოდა. მისი თქმით, ჩვილს შესაბამისი რეანიმაციული ღონისძიებები ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

იტვირთბა....