ახალი ამბები ბიზნესი მთავარი

კომპანია „არბიტრანსი“: „ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ, რომ დაიცვათ თქვენი ბიზნესი და მისი წარმატება“

ბიზნესის უპრობლემოდ  მართვისთვის ყველა კომპანიას სჭირდება როგორც რისკების შეფასება, აგრეთვე აუდიტორული შემოწმება. აუდიტორული შემოწმების შედაგად ხდება გამოვლენა როგორც ფინანსური, აგრეთვე კომპანიის მიერ წარმოებული ბიზნესის წარმატებულობისა, რაც საშუალებას გვაძლევს ვმართოთ ბიზნესი ისე, რომ შევძლოთ ყველა საბუღალტრო თუ სხვა ბიზნეს რისკების კონტროლი. ამ საკითხზე   პასუხის გასაცემად აუდიტორულ კომპანია „არბიტრანს“ მივმართეთ. კომპანია 2015 წლის 1 მარტიდან ოპერირებს აუდიტის ბაზარზე.

აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიის  დირექტორს გოჩა ჭოლოკავას ვესაუბრეთ. საუბარი შეეხო კომპანიის ადგილს საქართველოს ფინანსური მომსახურების ბაზარზე, ზოგადად საქართველოში ფინანსური სექტორის განვითარების დონეს და პერსპექტივებს, ასევე ბოლო დროს დასავლეთში საკმაოდ პოპულარულ და ჩვენს ქვეყანაში შედარებით ახალ ფინანსური მომსახურების სახეს, როგორიცაა მმართველობითი კონსალტინგი.

„მეტრონომი“: რა არის თქვენი  კომპანიის საქმიანობის ძირითადი სფერო?

გოჩა ჭოლოკავა: ჩვენი კომპანიის საქმიანობის ძირითადი სფერო ფინანსური, საბუღალტრო და სააღრიცხვო მომსახურებაა. ჩვენი კომპანია გთავაზობთ კლიენტი კომპანიის წინაშე არსებული რისკების გამოვლენას, მათ კლასიფიკაციას და შეფასებას. შეფასება გულისხმობს ამა თუ იმ რისკ-ფაქტორის გავლენის ფულად ექვივალენტში ასახვას, რომელიც საშუალებას იძლევა ადვილად განისაზღვროს კონკრეტული რისკ-ფაქტორის შემცირების გავლენა კომპანიის ბიზნეს პროცესებზე და შედეგად მის ღირებულებაზე.

ამასთან რისკების მართვა კომპანიის დაინტერესებულ მხარეებს სთავაზობს უფრო მეტ საიმედოობას, მიმზიდველს ხდის თქვენთან ბიზნეს ურთიერთობას და ამით კომპანიას აძლევს უპირატესობას კონკურენტ კომპანიებთან მიმართებაში. ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ, რომ დაიცვათ თქვენი ბიზნესი და მისი წარმატება.

ჩვენ ვიცნობთ იმ საფრთხეებს,  რომლებიც შესაძლებელია წინ აღუდგეს თქვენს ბიზნესს.  გლობალური საბანკო კრიზისით დაწყებული,  კიბერ-კრიმინალის ზრდით დამთავრებული, უახლესი ისტორია თვალსაჩინოს ხდის საფრთხეების იდენტიფიცირების და მათზე დროული რეაგირების მნიშვნელოვნებას.

საბოლოო ჯამში,  ჩვენი მომსახურეობა, რომელიც დამყარებულია ცოდნასა და საკმაოდ მდიდარ ბიზნესგამოცდილებაზე, საშუალებას გვაძლევს უზრუნველყოთ რისკების მართვის უახლესი მიდგომების განვითარება და დანერგვა.

– როგორია ზოგადად საქართველოში ფინანსური მომსახურების სექტორის განვითარების დონე და რა პერსპექტივები გააჩნია მას?

-მას შემდეგ, რაც საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, ევროკავშირისგან გარკვეული სახის მოთხოვნები წარმოიქმნა. მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ ქვეყანაში ფინანსური ანგარიშგება გამჭვირვალე და უტყუარი იყოს. ეს კი დღეს არსებული სააღსრულებლო სისტემის ანუ ბუღალტერიის მაქსიმალურ მიახლოვებას  საერთაშორისო სტანდარტებთან გულისხმობს. ამ კუთხით კომპანიების ნაწილი უკვე ნელ-ნელა გადადის ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტზე.

კომპანიის სწორად და სწარფად შეფასება, რომ მოხდეს, პოტენციური ინვესტორების მხრიდან ან იმ ადამიანებისგან, რომლებიც ამ კომპანიების აქციონერები არიან, აუცილებელია, რომ აუდიტორული კონტროლი მოხდეს. ამ მიზნით, ფინანსთა სამინისტროში მარეგულირებელი ორგანო შეიქმნა, რომელიც ზემოთ ხსენებულ შემოწმებებს ახორციელებს.

-თქვენი აზრით, რა განაპირობებს კონკრეტულად საგადასახადო აუდიტს, როგორც ფინანსური მომსახურების უფრო მეტად განვითარებას ჩვენს ქვეყანაში?

-დღემდე  საქართველოში აუდიტი, როგორც საგადასახადო ფუნქციის შემსრულებელ ორგანო ისე მოიაზრებოდა. ასეთი მცნება არასწორია, რადგანაც არსებობს საგადასახადო ექსპერტიზა, რაც აუდიტორს არ ნიშნავს. ის მხოლოდ განსაზღვრავს კომპანია სახელმწიფოს წინაშე არსებულ ვალდებულებას რამდენად სწორად ასრულებს. თუმცა, ის არ განსაზღვრავს დამფუძნებლების მიმართ კომპანიის მენეჯმენტი ვალდებულებას ახორციელებს თუ არა.

უხეშად რომ ვთქვათ, ფულს ხომ არ „ტეხავს“, ეს საგადასახადოს არ აინტერესებს. მას მხოლოდ ის აინტერესებს კომპანია სახელმწიფოს გადასახადების სახით ფულს ხომ არ უმალავს. ფინანსურ აუდიტს კი ორივე აინტერესებს. მისი ვალდებულებაა ყველა რისკის აღმოჩენა და შეფასება.

-რატომ არის საჭირო მმართველობითი კონსალტინგი ორგანიზაციებისათვის? 

-პირველ რიგში უნდა ვთქვათ რას გულისხმობს მმართველობითი კონსალტინგი.  ეს გულისხმობს  მაღალკვალიფიციური საკონსულტაციო კომპანიის თანამშრომლობას ორგანიზაციის უმაღლეს მენეჯმენტთან, რათა დაეხმაროს  აღნიშნულ ორგანიზაციას გააუმჯობესოს მათი ძირითადი საქმიანობა, პროფესიული ანალიზის საფუძველზე გამოავლინოს ორგანიზაციის წინაშე არსებული პრობლემები და დასახოს მათი გადაჭრის გზები, ასევე განვითარების და წარმატების გაუმჯობესების გეგმები.

მმართველობითი კონსალტინგი საშუალებას აძლევს კომპანიებს არამარტო დასახონ მათ წინაშე არსებული სხვადასხვა სახის (მათ შორის ტექნიკური) პრობლემების მოგვარების გზები, ასევე მოახდინონ მათი ფინანსური, საკადრო და სხვა სახის რესურსების ოპტიმიზაცია.

მე ვიტყოდი მმართველობითი კონსალტინგი, არათუ სასურველი, არამედ აუცილებელიცაა ყველა იმ ორგანიზაციისათვის, რომლებიც სერიოზულად უყურებენ თავიანთი სტრატეგიული განვითარების მომავალს და მათი მიზანი ბაზარზე მნიშვნელოვანი ადგილის დაკავებაა.

– როგორ პოულობთ კლიენტების პრობლემების მოგვარების გზებს?

-კლიენტებთან მუშაობისას ყველაზე დიდ პრობლემას, ის ფაქტორი წარმოადგენს, რომ მათ დღემდე არა აქვთ გათვითცნობიერებული, რომ მათი კომპანიის ფინანსური აღრიცხვა უნდა მოხდეს.  მიაჩნიათ, რომ მთავარია სახელწიფოს წინაშე არსებული ვალდებულება ჰქონდეთ სწორად წარმართული  და სხვა ყველაფერი კომპანიაში კარგად იქნება. გადასახადები, მხოლოდ ერთ-ერთი მთავარი პუნქტია. თუმცა,  საქართველოში მსხვილი კომპანიები უკვე ხვდებიან, რომ მენეჯმენტის კონტროლი აუცილებელია. ამისთვის კი აუდიტორიული შემოწმებაა საჭირო, რათა კომპანიის ფინანსური რესურსების დატაცება და არამიზნობრივი ხარჯვა არ მოხდეს.

-მოუმართავს თუ არა საჯარო სექტორს და როგორი სახის თხოვნით?

-საჯარო სექტორს კი მოუმართავს, თუმცა მათ კერძო კომპანიებისგან განსხვავებით სრულიად სხვაგვარი ბუღალტერია აქვთ. ამიტომ ჩვენი კომპანია, მათ საქმეებს ნაკლებად კიდებს ხელს. თანაც ძირითადად ეს არის ტენდერების გზით მოგებული კომპანიების შემოწმება და არ ვარ დარწმუნებული დაბალი ფასებიდან გამომდინარე, რომ მათი შემოწმება სწორი გზით მოხდება.

-გვიამბეთ თქვენი კომპანიის კორპორატიული კულტურის შესახებ და როგორია მისი განვითარების თქვენეული ხედვა?   

-პრობლემებისა და ამოცანების გადაჭრა, ბიზნესის მიღწევადი მიზანია. გვინდა, თუ არა ეს ჩვენ, ორგანიზაციებში მიმდინარეობს ბუნებრივი ცვლილებები, რომლებიც ან კომპანიის განვითარებას შეუწყობენ ხელს, ან პირიქით, დააზარალებენ მას. იმისათვის რომ, მოახდინოთ ადაპტაცია და მიაღწიოთ მიზნებს, არ არის აუცილებელი თანამშრომლებისა და მენეჯერების შეცვლა, ამან შესაძლოა უკუშედეგიც კი მოიტანოს.

აუცილებელი და მნიშვნელოვანია ბიზნეს პროცესის სწორად დაგეგმვა, კადრების შესაძლებლობების რეალურად შეფასება, მათი ოპტიმალურად გადანაწილება და შესაბამისი დავალებებით დატვირთვა, რადგან სწორედ ისინი აქცევენ რეალობად ფურცელზე დაწერილ ყველა სტრატეგიას, თუ გეგმას.

ჩვენი კომპანია საკუთარ მნიშვნელოვან როლს სწორედ ბიზნესისთვის ასეთი ხელშეწყობის განხორციელებაში ხედავს. ჩვენი მუშაობის მთავარი შედეგი და წარმატების განმსაზღვრელი კი მრავალი გაკოტრებას გადარჩენილი და ეგზისტენციალური პრობლემებისაგან განთავისუფლებული, დღეის მდგომარეობით წარმატებული კომპანიაა.

იტვირთბა....