ბიზნესმენ თემურ ჭყონიას განათლების მიმართულებით ინვესტიციის განხორციელების სურვილი გაუჩნდა. თუმცა, როგორც ის ამბობს, ფორმაზე ჩამოყალიბებული არ არის. ჭყონია ბიზნესმენ კახა ბენდუქიძეს იხსენებს.
“სამწუხაროდ, ახლოს არ ვიყავი ბენდუქიძესთან. ისე განვიცდი… უნდა შევეწინააღმდეგო-მეთქი, სულ ვფიქრობდი მაშინ. რაღაც ოპოზიციური თემა მქონდა ამ კაცთან, მაგრამ დიდ პატივს ვცემდი ძალიან. სამწუხაროდ, გარდაიცვალა, ვერ მოვასწარი დაახლოება. აბსოლუტურად განსხვავებული პიროვნება იყო ჩვენს საუკუნეში, საქართველოს ბიზნეს სინამდვილეში – თავისი ექსტრავაგანტული ქცევებით, სიდიდით. რაც მან გააკეთა განათლების მიმართულებით და რა როლიც ითამაშა, მშურს. მე შურიანი კაცი არ ვარ, მაგრამ მაგრად მშურს”, – აცხადებს თემურ ჭყონია.
იტვირთბა....