ახალი ამბები მთავარი სამართალი

ნანა კაკაბაძე ოხანაშვილის ბრალდებაზე: ამ საქმეზე პრეზიდენტი უნდა დაეკითხათ

არასამთავრობო ორგანიზაციის ”ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე გამოძიების დაწყებას და პრეზიდენტის დაკითხვას მოითხოვს.

საქმე ეხება “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, სადაც სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი ნანა კაკაბაძეს, დეპუტატ ეკა ბესელიას და ადვოკატ ირმა ჭკადუას შეწყალების კომისიის მუშაობის ფარგლებში კორუფციაში ადანაშაულებს.

კაკაბაძე ამბობს, რომ შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა და მისი მონაწილეობის გარეშე კომისია გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა,  სწორედ ამიტომ პრეზიდენტი უნდა დაკითხულიყო:

„მე არაფერს არ გამოვრიცხავ, მე ვიძახი რომ ეს არის გამოძიების საგანი, ანუ პროკურატურა უნდა დაინტერესებულიყო ამით. უკვე უნდა დაკითხული იყოს პრეზიდენტი, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ ერთადერთი პირი კონსტიტუციით, ვინც არის უფლებამოსილი შეიწყალოს ადამიანი, ეს არის პრეზიდენტი,“ – განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

შეგახსენებთ, “რუსთავი 2”-ის მიერ გავცელებულ აუდიოჩანაწერში, სოსო ოხანაშვილი სასამართლოზე დაკითხვისას ნანა კაკაბაძეს, ეკა ბესელიას და ირმა ჭკადუას შეწყალების კომისიის მუშაობის ფარგლებში კორუფციაში ადანაშაულებს.

ადვოკატმა ირმა ჭკადუამ დახურული სასამართლო პროცესიდან ინფორმაციის გავრცელების გამო, პროკურატურას “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტ თამარ ბაღაშვილის მიმართ სისხლის სამართლის დევნის დაწყებისკენ მოუწოდა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მას 5 სექტემბერს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა 9 წლით პატიმრობა პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისთვის და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის მიუსაჯა.

 

იტვირთბა....