ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ გიორგი კანდელაკის განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანიისთვის, პარტიის რამდენიმე ათეულმა წევრმა პირადი სესხი აიღო, რათა პარტიის შემოწირულობა შეეტანა. მისი თქმით, ამ არჩევნებზე მათი პოლიტიკური მომავალიც არის დამოკიდებული და ამიტომ შემოწირულობა რამდენიმე პარლამენტის წვერმაც კი გაიღო.
,,ჩვენი პარტიის წევრები ძალიან მოტივირებულები არიან. 13 000 წევრი გვყავს და აქედან სულ რამდენიმე ათეულმა პარტიისთვის შემოწირულობა გაიღეს. მათ შორის რამდენიმემ პარლამენტის წევრებიც არიან. ამისთვის ბანკიდან სესხებიც კი აიღეს, იმიტომ რომ ეს არჩევნები არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ბევრი რამ არის დამოკიდებული ამ არჩევნებზე. მათ შორის ჩვენი პოლიტიკური მომავალიც.”-განაცხადა კანდელაკმა ,,ტვ პირველის” ეთერში საუბრისას.