ცესკო-ს სპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, 21 ოქტომბერს საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი 3 ბიულეტენს მიიღებს. როგორც მიქელაძე აცხადებს, ბიულეტენები ფერებად იქნება დაყოფილი – ღია ცისფერი, ვარდისფერი და ღია მწვანე.
ბიულეტენებით ამომრჩეველი პარტიას ან ბლოკს, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს და მერს აირჩევს.
“ღია ცისფერი ბიულეტენი განკუთვნილია პროპორციული არჩევნებისთვის, რითაც ამომრჩეველი საარჩევნო პარტიას ან საარჩევნო ბლოკს აირჩევს. ვარდისფერი ბიულეტენი განკუთვნილია საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად. ღია მწვანე ფერის ბიულეტენი კი განკუთვნილია თვითმმართველი ქალაქის მერის ან თვითმმართველი თემის მერის ასარჩევად”, – განმარტა ანა მიქელაძემ.
თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.