არჩევნები ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

არჩევნებს 20 ათასი ადგილობრივი და 600 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი დააკვირდება

21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს 20 ათასი ადგილობრივი და 600 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი დააკვირდება – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ცესკო-მ რეგისტრაციაში გაატარა 71 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია 30 საერთაშორისო და 74 მედიაორგანიზაცია.

ამასთან, ანა მიქელაძემ ბიულეტენების რაოდენობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, 21 ოქტომბერს ამომრჩეველს საარჩევნო უბანზე 3 ბიულეტენის შევსება მოუწევს. პირველი, ღია ცისფერი ბიულეტენი – რომლის მეშვეობითაც ამომრჩეველი ირჩევს საარჩევო პარტიას ან საარჩევნო ბლოკს. მეორე, ვარდისფერი ბიულეტენი, განკუთვნილია საკრებულოს დეპუტატის ასარჩევად და მესამე ღია მწვანე ბიულეტენი კი განკუთვნილია თვითმმართველი ქალაქის / თემის მერის ასარჩევად.

“საარჩევნო ადმინისტრაცია ემზადება, რათა არჩევნები პროფესიულ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩატარდეს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი, თუმცა არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მეორე დღისა , საოლქო საარჩევნო კომისიები მიიღებენ ბიულეტენებს. რაც შეეხება საოლქო საარჩევნო კომისიებს, ისინი კენჭისყრის დაწყებამდე არაუგვიანეს 12 საათისა ბიულეტენებს გადასცემენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს. ასევე დაიბეჭდა ამომრჩეველთა ფოტოსურათიანი სიები, რომელიც თითოეულ საარჩევო უბანზე იქნება გამოკრული და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ამომრჩევლის ბარათების დარიგების პროცესი, სადაც ამომრჩეველი მიიღებს ინფორმაციას, თუ სად არის განთავსებული მისი საარჩევნო უბანი”, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

 

იტვირთბა....