უკრაინის რადასთან ოპოზიციის აქციას კრემლი ეხმაურება. ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი აცხადებს, რომ მოსკოვი ყურადღებით ადევნებს თვალს კიევში მიმდინარე მოვლენებს.
“ცხადია, რომ ვითარება არ არის სტაბილური “- ამბობს დიმიტრი პესკოვი.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, მოახდენს თუ არა ეს პროცესები გავლენას მინსკის შეთანხმებების შესრულებაზე, პესკოვი აცხადებს, რომ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.
შეგახსენებთ, უკრაინის რადას შენობა საპროტესტო აქციის მონაწილეებით და კარვებით არის გარშემორტყმული. მიხეილ სააკაშვილის „ახალი ძალების მოძრაობის“ აქცია გუშინ დაიწყო, დღეს კი მათ შესაძლოა, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთანაც გადაინაცვლონ.