ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში 30 წლამდე ასაკის ქალი ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ქალის გარდაცვალების მიზეზი სუიციდია. ადგილობრივების ინფორმაციით, ქალს მცირეწლოვანი შვილი დარჩა. რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
შსს-ს განცხადებით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.