ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“გრინ-ქარდის” მისაღებად შევსებული ყველა განაცხადი გაუქმდა

მწვანე ბარათი 2019 (DV 2019) ონლაინ-რეგისტრაცია 2017 წლის 3 ოქტომბერს დაიწყო, თუმცა განაცხადების მიღებიდან რამდენიმე დღეში პროცესი შეჩერდა და ყველა გაგზავნილი განაცხადი ანულირებული.

DV 2019-ზე განცხადებების გაგზავნის ახალი თარიღია 18 ოქტომმბრიდან 22 ნოემბრამდე. შეიცვალა ასევე ლატარეის შედეგების გამოცხადების თარიღიც. გახდით თუ არა გრინ-ქარდის მფლობელი, ამის შესახებ შეიტყობთ სარეგისტრაციო ნომრის მიხედვით 2018 წლის 15 მაისიდან, ნაცვლად 2 მაისისა, როგორც ადრე იყო გამოცხადებული. ინფორმაციას ForumDaily ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ცვლილებების შესახებ ეკვადორში აშშ-ის საელჩომ განაცხადა.

“ეს არ იყო გამოწვეული გარედან რაიმე სახის ჩარევის, ან სისტემის გატეხვის მცდელობის მიზეზით.” – საელჩოში  ამბობენ, რომ თანაბარი პირობების არებობისთვის განაცხადების მიღების თარიღი შეიცვალა.

 

იტვირთბა....