ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

“საქართველოს განვითარებისთვის მხოლოდ კომაროვის განათლება არ ჰყოფნის, ჩვენ გაცილებით მეტი გვინდა”

თბილისის მერის არჩევნები და მერობისთვის მებრძოლი კანდიდატები, ქართულ პოლიტიკაში არსებული ხარვეზები და გამოწვევები, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა და ბანკების მიერ არაპროფილური აქტივების მართვა, კაპიტალის ბაზრის განვითარების მნიშვნელობა და მის ბიზნესებში არსებული სიტუაცია – ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ბიზნესმენი თემურ ჭყონია გამოცემას,  “ბანკები და ფინანსები” ესაუბრა:
“– თქვენ მუდმივად საუბრობთ, რომ პოლიტიკაში ახალი თაობის გამოჩენაა საჭირო, რომელიც საბჭოთა მენტალიტეტს დაანგრევს და ახალ ენერგიას მოუტანს ქვეყანას. ჩანს თუ არა ძვრები ამ მიმართულებით და გამოჩნდნენ თუ არა ევროპული ტიპის პოლიტიკოსები?
მე რასაც ვაკვირდები, ძირითადად, სწორად მოაზროვნე ახალგაზრდები არასამთავრობო ორგანიზაციებში არიან და პოლიტიკაში ნაკლებად ჩანან, რაც ძალიან ცუდია. თაობათა ცვლა არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე უნდა გარდაიცვალოს და მის ნაცვლად სხვა უფრო ახალგაზრდა უნდა მოვიდეს. ჩემი ნება რომ იყოს, კომუნისტური პარტიის ყოფილ წევრებს პარლამენტში აღარასდროს შევუშვებდი.
ძველი თაობის პოლიტიკოსებმა ასპარეზი უნდა დაუთმონ ახალგაზრდებს. თაობათა ცვლა უნდა მოხდეს არა სიკვდილით, არამედ მენტალიტეტით.
მე კარგად ვხედავ, რომ ბევრ წარმატებულ ახალგაზრდას სულაც არ უნდა პოლიტიკაში მოსვლა. მათ აქვთ საკმაოდ კარგი შემოსავალი, უცხოეთშიც დადიან კარგადაც ერთობიან ამით კმაყოფილდებიან. მაგრამ, მსგავსი მიდგომა პირველ რიგში ქვეყნისთვის არის ცუდი.
თუ ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანა გვინდა პოლიტიკაში უნდა მოვიდეს ის თაობა, რომელსაც ამის გაკეთება რეალურად შეუძლია. ეს არის თაობა, რომელმაც განათლება მიიღო ევროპაში. ევროკავშირში შესვლა, რომ გვინდა – ევროპაში უნდა შევიდეთ ევროპული განათლებით. არ ყოფნის ქვეყანას მხოლოდ და მხოლოდ კომაროვის განათლება, ახლა ჩვენ გაცილებით უფრო მეტი გვინდა.”

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ გაზეთ ,,ბანკები და ფინანსების” #513-ე ნომერში

იტვირთბა....