არჩევნები ახალი ამბები მედია მთავარი

“იმედს” უნდა , რომ პროსახელისუფლებო არხი იყოს”

სალომე უგულავამ ჟურნალ “ტაბულას” წარმომადგენელმა, “ტევე პირველის” ეთერში ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად ასახულია მედიაში ის ვითარება, რაც რეალურად წინასაარჩევნოდ არსებობს. მან განაცხადა, რომ დღეს მედია პოლარიზებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ინფრომაციას ტელევიზიებიდან იღებს, მიუხედავად იმისა, რომ მზარდია ონლაინ მედია. მისი თქმით ტელევიზიებიდან ,ამ მხრივ, გამოირჩევა “იმედი” და რუსთავი 2”.

“იმედს” უნდა , რომ იყოს პროსახელისუფლებო არხი. როგორც ნინო ჯანგირაშვილმა აღნიშნა, ამ არხზე კალაძის ბენეფისიაა ხოლმე. მაყურებელი შეეჩვია იმას, რომ ჯერ გადართავს ერთ არხზე, შემეგ მეორეზე და შემდეგ შეიქმნის თავისით წარმოდგენას, რომ ერთ არხზე პროსახელისუფლებო პოზიციაა, მეორეგან უფრო ოპოზიციური. გულდასაწყვეტია, რომ “რუსთავი 2” მაგალითად, დღეს უფრო კონცენტრირებულია ერთ კანდიდატზე – ზაალ უდუმაშვილზე. კარგია, რომ ოპოზიციური არხი აბალანსებს სამთავრობოს, მაგრამ გულის წყვეტას იწვევს ის, რომ სხვა კანდიდატები ,შეიძლება, იჩაგრებოდნენ მაგალითად, ელენე ხოშტარია და ალეკო ელისაშვილი. ყოველთვის როცა გადაცემა იგეგმება ტელევიზია ახერხებს, რომ უფრო მეტად დაუჭიროს მხარი რომელიმე კანდიდატს. ამ შემთხვევაში ვსაუბრობ “იმედსა” და რუსთავი 2”-ზე, რადგან აქვს ყველაზე მეტი ყურებადობა.” – განაცხადა სალომე უგულავამ.

იტვირთბა....