გადაუღებელი წვიმების შედეგად, ქუთაისში, პარლამენტის შენობაში წყალი ჩავიდა. წყალი წვიმის შედეგად ჭერიდან ჩავიდა და საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან სათლები დგას.
პარლამენტის შენობის მსგავსად, წვიმის შედეგად ასევე პროკურატურის და იუსტიციის სახლის სარდაფები დაიტბორა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან და სარდაფებს წყლისგან წმენდენ.