ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“2018 წლიდან, შესაძლოა, მეხანძრე-მაშველების ანაზღაურება გაიზარდოს”

“ქართული ოცნების” წევრის არჩილ თალაკვაძის განცხადეებით, წელს მეხანძრე-მაშველებმა დაამტკიცეს, რომ ქვეყნისა და მოსახლეობის უსაფრთხოების სადარაჯოზე დგანან. ამიტომ მისი აზრით, დღის წესრიგში სამაშველო სამსახურისთვის დაფინანსების გაზრდა უნდა დადგეს. თალაკავაძის განცხადებით, მმართველი გუნდი 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში შსს-სთვის, კონკრეტულად მეხანძრე-მაშველებისთვის ტექნიკისა და ანაზღაურების გაზრდას ითხოვს.

“შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მეხანძრე-მაშველებმა ძალიან დიდი სამუშაო გასწიეს.  წელს მათ დაამტკიცეს, რომ იმ სიტუაციების დროს ნამდვილად შეუძლიათ ქვეყნისა და მოსახლეობის უსაფრთხოების სადარაჯოზე დადგნენ.  ამიტომაც ბუნებრივია, რომ დღის წესრიგში  ამ სამსახურის ტექნიკური აღჭურვის გაუმჯობესება და მაშველებისთვის ანაზღაურეების გაზრდა დგება, რასაც დამატებითი დაფინანსება სჭირდება.  იმ შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რომელიც საბიუჯეტო რესურსს ექნება. გაზრდილი დაფინანსებით რა ტექნიკის შეძენა მოხდება, ეს მთავრობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეროგატივაა”, – განაცხადა თალაკვაძემ.

იტვირთბა....