ძლიერი წვიმის, ქარისა და ცუდი ხილვადობის გამო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავი ვერ დაჯდა. ინფორმაციას ამის შესახებ “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, თელავივის რეისის მგზავრები დროებით ქუთაისის აეროპორტში ჩაფრინდნენ.
აეროპორტის წარმომადგენელთა განცხადებით, ამინდი დასტაბილურდა და მალე ქუთაისიდან თვითმფრინავი ბათუმში ჩაფრინდება.
ამ ეტაპზე არ ვრცელდება ინფორმაცია სხვა რეისების გადადების შესახებ. საინფორმაციო ცენტრში მსგავსი ფაქტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.