ქობულეთის სოფელ ლეღვაში ხანძარი იყო. დამწვარია ჯინჭარაძეების საცხოვრებელი სახლი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები მუშაობდნენ, რომლებმაც ცეცხლის ჩაქრობა მოახერხეს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია. რა სახის დახმარებას გაუწევენ ჯინჭარაძეების 5 წევრიან ოჯახს, მოგვიანებით გახდება ცნობილი. ქობულეთის გამგეობის წარმომადგენლები არსებულ ვითარებას ადგილზე შეისწავლიან და ზარალის დათვლის შემდეგ იმოქმედებენ.
წყარო: “აჭარის ტელევიზია”.