საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა კომენტარი გააკეთა 17 ოქტომბერს, კიევში, მაიდანზე დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე. მისი თქმით, პოროშენკოს მოუწევს შეასრულოს მომიტინგეთა 4 მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციები გაგრძელდება მოთხოვნების შესრულებამდე.
სააკაშვილმა მოთხოვნები შემდეგნაირად ჩამოაყალიბა:
1 – კორუფციასთან ბრძოლა
2 – დაპირებების შესრულება
3 – ახალი საარჩევნო კოდექსი
4 – ტარიფების დაწევა
“მე არ მინდა ვილაპარაკო მესამე მაიდანზე. ერთს ვიტყვი, რომ მე ვარ მშვიდობიანი რევოლუციების სპეციალისტი და მიტინგზე დაყენებული მოთხოვნები თუ 17 ოქტომბერს არ დაკმაყოფილდება, მოთხოვნები იქნება 18-შიც, 20-შიც, მანამ სანამ უკრაინელი ხალხი არ მიაღწევს საბოლოო შედეგს” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, რომლის სიტყვებს ციტირებს “რია ნოვოსტი”.
შეგახსენებთ, სააკაშვილი 17 ოქტომბერს კიევში საპროტესტო აქციას გეგმავს, სადაც მისი თქმით, პოროშენკოს წინააღმდეგ სერიოზული ბრძოლა უნდა გამოაცხადოს.