გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. დღეს საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე ძლიერი ქარია მოსალოდნელი – 20-25მ/წმ სიჩქარით.
საააგენტოს ინფორმაციით, ზღვაზე მოსალოდნელია ძლიერი შტორმი. მაღალმთიან რაიონებში კი შესაძლოა იყოს ქარბუქი. ქვეყნის დასავლეთით სააგენტოს ინფორმაციით თოვლი წამოვა. ძლიერმა წვიმამ შესაძლებელია მდინარეების ადიდება გამოიწვიოს, რის გამოც მოსალოდნელია წყალმოვარდნები და ღვარცოფები.