ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დეპუტატი კობა ნაყოფია უკრაინის ტერიტორიაზე არ შეუშვეს

ქართველი დეპუტატი კობა ნაყოფია უკრაინაში არ შეუშვეს. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. ნაყოფიამ „უკრაინსკაია პრავდასთან“ აღნიშნა, რომ ბორისპოლის აეროპორტში მესაზღვრეებმა გადასცეს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალება. მიზეზები ნაყოფიასთვის უცნობია.

კობა ნაყოფია მომხდარის უყურადღებოდ დატოვებას არ ფიქრობს და გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

ის ამჟამად ბორისპოლის აეროპორტის ლაუნჯ ზონაში იმყოფება. მას საქართველოში საღამოს რეისით დაბრუნებას სთავაზობენ.

აღნიშნულ ინციდენტს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ეხმიანება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აქტიურად მონაწილეობდა უკრაინაში, ღირსების რევოლუციაში. მისი წევრი დავით ყიფიანი ,,ზეციური ასეულის“ წევრი გახდა. ჩვენმა რამდენიმე აქტივისტმა სიცოცხლე შესწირა დონბასში უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში ბრძოლისას. „ნაციონალური მოძრაობა“ არის რუსი ოლიგარქის, „გაზპრომის“ ყველაზე მსხვილი კერძო აქციონერის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ რადიკალურ ოპოზიციაში, რომელთან შეხვედრაზეც საქართველოში ჩავიდა პოროშენკო, ვიდრე მოქალაქეობას ჩამომართმევდა. ქართველი პარლამენტარები ჩემი პარტიიდან, შავ სიაში იანუკოვიჩმა 2013 წელს, მაიდანის წინ შეიყვანა. ყველას გვახსოვს, ეს რით დასრულდა. თუმცა, მალტაზე, პოროშენკოსთან ჩვენი უკანასკნელი შეხვედრის დროს, მან მითხრა, რომ ის უფრო მაგარია, ვიდრე იანუკოვიჩი…“, – წერს სააკაშვილი.

იტვირთბა....