ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მიმართავენ და ქართველი მფრინავის მოძებნას მოითხოვენ.
მათი თქმით, ოსორაულების ოჯახს კონგოელი სამხედროებისგან აქვთ ინფორმაცია, რომ ქართველი მფრინავი ცოცხალია და ის ამ დრომდე ტყვეობაში იმყოფება. აქცია დოღის პარალელურად გაიმართა, რომლის დროსაც თუშები უგზო- უკვლოდ დაკარგულებს იხსენებენ და პატივს მიაგებენ.
სოსო ოსორაულის ოჯახის წევრები და ახლობლები დღეს, 14:00 საათზე აქციას საგარეო საქმეთა სამინისტროსთანაც გამართავენ.
შეგახსენებთ, რომ სოსო ოსორაულის ძმამ გიორგი ოსორაულმა უმოქმედობაში, ასევე ცრუ ინფორმაციის მოწოდებაში საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროები დაადანაშაულა, რის შემდეგაც უფროსმა ლეიტანატმა შეიარაღებული ძალები დატოვა.
ფოტო: კახა კუპატაძე