დღეს ლიკა ქავჟარაძე ვაკის სასაფლაოზე, დედის გვერდით, დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი ვაკის სამების ტაძარში გაიმართა.
მსახიობი მეგობრებმა და კოლეგებმა ტაძრიდან გამოსვენებისას აპლოდისმენტებით გააცილეს.
პანაშვიდზე, როგორც მსახიობის ახლობლები, ასევე პოლიტიკოსებიც იმყოფებოდნენ.
ლიკა ქავჟარაძე 11 ოქტომბერს, 57 წლის ასაკში, გარდაიცვალა.