პრეზიდენტმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით გასამართლებული ლაშა კურტანიძე შეიწყალა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსი” იუწყება. სააგენტოს ცნობით, ინფორმაციას კურტანიძის ადვოკატი მალხაზ სალაყაიაც ადასტურებს.
როგორც ცნობილია, კურტანიძესთან ერთად სასჯელს იხდის ყოფილი ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი. ამ დრომდე უცნობია მიმართა თუ არა მან პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით.
შეგახსენებთ, რომ როსტოშვილი და კურტანიძე სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ლევან როსტაშვილს 8, ხოლო ლაშა კურტანიძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ამის შემდეგ სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულებს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ და სასჯელის ვადა შეუმცირდათ.
ლევან როსტოშვილს 3 რეალური წელი და ოთხწლიანი პირობითი შეეფარდა, ხოლო ლაშა კურანიძეს ხუთწლიანი პატიმრობის ნაცვლად, ერთწლიანი რეალური და სამწლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.