ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ევროკავშირს სამხრეთ კავკასიაში ახალი წარმომადგენელი ჰყავს

ევროკავშირმა სამხრეთ კავკასიაში სპეციალურ წარმომადგენელად ესტონელი დიპლომატი ტოივო კლაარი დანიშნა. ტოივო კლაარი გერმანელ დიპლომატს ჰერბერტ ზალბერს ჩაანაცვლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტმა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.

რაც შეეხება ტოივო კლაარს, ის 2005-2010 წლებში ესტონეთში ევროკომისიის წარმომადგენლობას ხელმძღვანელობდა, ასევე, 2013 – 2014 წლებში საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელიც იყო.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მაისში სკანდალი მოჰყვა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელის სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერის ანატოლი ბიბილოვისთვის ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების მილოცვას.

ჰერბერტ ზალბერი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის პოსტს 2014 წლის ივლისიდან იკავებდა.

იტვირთბა....