ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მაღლივი კორპუსიდან დედაენის ბაღამდე ველობილიკი მოეწყობა

დღეს თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები თსუს მაღლივი კორპუსთან იმყოფებოდნენ. მერიის თანამშრომლებმა სამოქალაქო სექტორთან ერთად მაღლივი კორპუსიდან  მეტრო უნივერსიტეტამდე მისასვლელი გზა დაათვალიერეს. როგორც ცნობილია,  ამ მონაკვეთზე ველობილიკის მოწყობა იგეგმება.

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მელაძე აცხადებს, რომ  მთავრობისგან სამუშაო ჯგუფმა უკვე დავალება მიიღო, რომ  უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან  ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის ქუჩის გავლით პეკინის გამზირამდე ველობილიკი მოეწყობა. აღნიშნული ველობილიკი დედაენის ბაღს დაუკავშირდება.

რაც შეეხება, დღევანდელი ველოგარბენას, მიზანი ველობილოკების მოსაწყობი პერიმეტრის მონიშვნა და   ინფრასტრუქტურის დაგეგმვა  იყო.

მერია თბილისის მასშტაბით სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელთან ასევე,  მეტროსადგურთან ველოტრასისა და ველოპარკინგის მოწყობასაც გეგმავს.

 

იტვირთბა....