ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

” ხელისუფლება ცდილობს იმ თამაშის წესების შემოღებას, რომელიც მისთვის უკეთესს პირობებს შექმნის”

 

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის სალომე სამადაშვილის თქმით, ქართველმა ხალხმა უნდა გაიგოს თუ რეალურად რა გამოწვევების წინაშე დგას და ყველა პოლიტიკური პარტიის ვალდებულებაა აუხსნას ამომრჩევლებს ეს, – ამის შესახებ  სალომე სამადაშვილმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ისაუბრა.

“ზოგადად კარგი იდეაა როდესაც კონსტიტუციის ცვლილებას შეეხება საქმე, რომ ჩვენ ვკითხოთ აზრი უფრო ფორმალურად ვიდრე გამოკითხვით ქართველ ხალხს. დღევანდელი პარლამენტი დაძლევს ვეტოს და ეს აშკარაა. ჩვენი ამოცანა როგორც ოპოზიციის არის ის, რომ ეს უხეში შეცდომა რომელიც “ქართულამ ოცნებამ” დაუშვა და რასაც დაუშვებს კიდევ ერთხელ როდესაც დაძლევს ვეტოს და წავა არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის ნების და ინტერესის წინააღმდეგ, არამედ ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ. ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ შემდეგ არჩევნებში შესაბამისად პასუხი გავცეთ ხელისუფლებას და პოლიტიკუმა პარტიებმა უნდა აუხსნან ამომრჩევლებს თუ რას აკეთებს ქართული ოცნება როცა იღებს ამ კონსტიტუციას.

ხელისუფლება ცდილობს იმ თამაშის წესების შექმნას, რომელიც მისთვის უკეთესს პირობებს შექმნის. ხალხმა უნდა გაიგოს, რომ დღეს ქართული ოცნება ცდილობს მანიპულირებას ამ არჩევნების წესით მათ წინააღმდეგ.

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე დღეს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს დეპუტატებს აცნობს. სადაც თავის მხრივ, უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისთვის ემზადება, რომელიც მან კონსტიტუციაში შემავალ ცვლილებებს დაადო.

პრეზიდენტი მოტივირებული შენიშვნებით ითხოვს, შენარჩუნდეს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა. ქვეყანა მომავალი არჩევნებისთვის სრულად გადავიდეს პროპორციულ სისტემაზე და გაუქმდეს ბონუსების სისტემა.

იტვირთბა....