ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მზად ვართ, რომ კონსტიტუციაში რწმენის თავისუფლების შესახებ ჩანაწერზე კონსულტაციები გავაგრძელოთ”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი მზად არის, რომ კონსტიტუციაში რწმენის თავისუფლების შესახებ ჩანაწერზე კონსულტაციები გააგრძელოს, რის საფუძველზეც ჩამოყალიბდება შესაბამისი მუხლის საბოლოო რედაქცია.  ამის შესახებ, საქართველოს კობახიძემ  პარლამენტში პრეზიდენტის საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ, მოტივირებული შენიშვნების განხილვისას განაცხადა.

„რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებით შემიძლია, განგიმარტოთ, მე პირადად მქონდა კონსულტაციები ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობასთან და ისინი შინაარსობრივად არ ეწინააღმდეგებიან სახელმწიფო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩანაწერის არსებობას დოკუმენტის ტექსტში, ეს არის მათი პოზიცია, უბრალოდ გამომდინარე იქიდან, რომ სხვა რამე წერია ევროპულ კონვენციაში, ამის გამო არის მათი რეკომენდაცია, რომ მოხდეს შესაბამისობაში მოყვანა.

მიდგომას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოება შეიძლება იყოს საფუძველი რწმენის თავისუფლების შეზღუდვის, ისინი ზოგადად ემხრობიან და მხარს უჭერენ. ჩვენ გვექნება დამატებითი კონსულტაციები და შემდეგ მის საფუძველზე აისახება პოზიცია დოკუმენტში, რომლის ინიცირებაც მოხდება.

გარკვეული საკითხები არის გასათვალისწინებელი, მათ შორის ისიც, რომ რწმენის თავისუფლება საქართველოში, კონკრეტულ კუთხეებში გამოიყენებოდა საბაბად იმისათვის, რომ საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციებისთვის ადამიანების რეკრუტირება მომხდარიყო.

200 ადამიანის რეკრუტირება მოხდა რწმენის თავისუფლების მოტივით. ეს არის სამწუხარო რეალობა და ეს იყო საფუძველი იმისა, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოების შესახებ ჩანაწერი აისახა კონსტიტუციის შესაბამის მუხლში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იტვირთბა....