ტელეკომპანია “პირველის” ეთერში პრეზიდენტის მრჩველემა ფიქრია ჩიხრაძემ ისაუბრა იმის შესახებ თუ რა მთავარი არგუმენტები ჰქონდა პრეზიდენტს როდესაც ვეტოს ადებდა კონსტიტუციურ ცვლილებებს:
“რატომ ჰგონიათ რომ პრეზიდენტის შეთავაზებები არ უნდა იყოს პოლიტიკასთან ახლოს და მას პოლიტიკური დასაბუთება და პოლიტიკური მოტივაცია არ უნდა ჰქონდეს არის აბსოლუტურად გაუგებარი. სწორედ პოლიტიკური მოტივაციაა ის, რომ ჩვენ გვინდა გვქონდეს დაბალანსებული კონსტიტუცია, უკეთესი და სტაბილური, ვიდრე გვაქვს დღეს. ის რაც შემოგვთავაზა მმართველმა პარტიამ, არ არის ასეთი კონსტიტუცია. სწორედ აქედან არის განპირობებული ის შენიშვნები, რაც პრეზიდენტმა წარმოადგინა. უამრავი შენიშვნა არსებობს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. გამომდინარე იქიდან, რომ საკონსტიტუციო პროცესი დამთავრებულია და ვეღარ დავუბრუნდებით ამ საკითხს, პრეზიდენტმა შეაჯერა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, რომლებიც პოლიტიკური სპექტრისთვის იყო მნიშვნელოვანი. 6 საკითხიდან 5 “ქართული ოცნების” მიერ წარმოდგენილ საკითხებს ეხებოდა, აქედან მხოლოდ ერთი იყო, რაც პრეზიდენტის არჩევის საკითხს ეხება. ყველა ის საკითხი, რომელიც ვეტოში არის ასახული, არის ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე დამყარებული. გარკვეული პირობების შემდგომ საქართველო აპირებს განიხილოს ორპალატიანი პარლამენტის საკითხი.
არჩვენების გზით ცვლილების შესაძლებლობას ვიზიარებთ. ეს შეხედულება მქონდა წლების წინ და ეს შეხედულება მაქვს დღესაც.
მცირეოდენი ცვლილებებით ჩავატარებთ არჩევნებს 2020 წელს, მაგრამ სისტემა იგივე იქნება. 2008 წლის თებერვალში ამ სისტემის შესაცვლელად შიმშილობას იყენებდნენ და დღესაც იგივეა დამოკიდებულება.
არავითარი მნიშვნელობა აქვს ხელისუფლებაში დარჩენის ამ ინსტრუმენტს (საარჩევნო სისტემას) “ნაციონალური მოძრაობა” იყენებდა თუ ეს ხელისუფლება იყენებს დღეს- ეს სისტემა არის ის ინსტრუმენტი, რითიც ძალაუფლებას ინარჩუნებს ხელისუფლება. ” – განაცხადა ჩიხრაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე დღეს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს დეპუტატებს აცნობს. სადაც თავის მხრივ, უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისთვის ემზადება, რომელიც მან კონსტიტუციაში შემავალ ცვლილებებს დაადო.
პრეზიდენტი მოტივირებული შენიშვნებით ითხოვს, შენარჩუნდეს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა. ქვეყანა მომავალი არჩევნებისთვის სრულად გადავიდეს პროპორციულ სისტემაზე და გაუქმდეს ბონუსების სისტემა.