ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ჰაკერებმა 60 მილიონი დოლარი მოიპარეს: საქმეში ინტერპოლი ჩაერთო

ჰაკერებმა ტაივანში მდებარე Far Eastern International Bank-იდან, მსოფლიო ბანკთაშორისი სატელეკომუნიკაციო კავშირის (SWIFT) გავლით, 60 მილიონი აშშ დოლარი მოიპარეს. გავრცელებული ინფორმაციით, კიბერკრიმინალებმა თანხის მითვისება ბანკის სერვერებზე მავნე პროგრამული უზრუნველყოფის გავრცელებით შეძლეს.

ტაივანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, სამართალდამცავებმა მოპარული თანხის დიდი ნაწილის უკან დაბრუნება ( 500 000 დოლარის გარდა) და ძარცვასთან დაკავშირებული 2 პირის დაკავება შეძლეს.

60 მილიონი დოლარის უკანონოდ მოპოვების შემდეგ ჰაკერებმა თანხა აშშ-ში, კამბოჯასა და შრი-ლანკაში თაღლითურ ანგარიშებზე გადარიცხეს.

ტაივანის საგამოძიებო უწყებამ განაცხადა, რომ, ჩადენილ კიბერდანაშაულთან დაკავშირებით, საგამოძიებო მოქმედებები დაწყებულია და Far Eastern International Bank-ს ინციდენტის შესახებ დეტალური ინფორმაციის გადაცემა მოსთხოვა. გარდა ამისა, უწყებამ, დახმარების თხოვნით, ინტერპოლსაც მიმართა.

kvira.ge

იტვირთბა....