ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ეტყობა ჩემთან შესახვედრად ემზადებოდა და თავი შეუძლოდ იგრძნო”: კოლელიშვილი ქავჟარაძის შესახებ

ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების შესახებ მისმა მეგობარმა  და მსახიობმა  ზაზა კოლელიშვილმა  “იმედის დილაში” ისაუბრა. მისი თქმით, ის ლიკა ქავჟარაძეს 24 საათის განმავლობაში ეკონტაქტებოდა და მისთვის რაიმე უხასიათობა ან დეპრესია არ შეუმჩნევია. კოლელიშვილის განცხადებით, სწორედ გარდაცვალების დღეს ქავჟარაძე მას უნდა შეხვედროდა და მისი სურათების გამოფენისთვის ადგილი  შეერჩიათ.

მის სახლთან იყო მისული, როდესაც მას ტელეფონით შვილმა დაურეკა და ჰკითხა სად იმყოფებოდა. კოლელიშვილის თქმით, მან უთხრა, რომ ლიკას სახლთან იყო და უკვე მასთან ადიოდა. შვილმა კი უპასუხა, რომ მის სახლში აღარ შესულიყო, რადგანაც ლიკა გარდაიცვალა.

“ლიკას 24 საათის განმავლობაში ვურეკავდი. არანაირიი დეპრესია მისთვის არ შემიმჩნევია. პირქით დიდ მზადებაში იყო. მისი ფოტოების გამოფენა უნდა ყოფილიყო 19 ოქტომბერს და ასევე ვარსკვლავის გახსნისთვის ემზადებოდა. უკვე მის სახლთან ვიყავი, როდესაც ჩემმა გოგომ დამირეკა და მკითხა სად ვიყავი. ვუთახარი ლიკასთან ვარ და უკვე კიბეებზე ავდიოდი. მან შეშფოთებული ხმით მითხრა,  მამა უკან ჩამოდი, სახლში არ შეხვიდე, ლიკა გარადაიცალაო. არ ვიცი თავზარი დამეცა, აღარ მახსოვს როგორ ავირბინე კიბეები. მივვარდი მის სახლის კართან, უკვე კრიმინალისტები მუშაობდნენ.

მათი ხმა მახსოვს, მითხრეს,  ოთახში არ შეხვიდე, იქით შედიო, მაგრამ იმდენად შოკირებული ვიყავი, პირდაპირ მის საძინებელში შევვარდი. დავინახე, რომ ხალათი ეცვა და საბანი ჰქონდა გადაფარებული. გული მომიკვდა, ეტყობა ჩემთან შესახვედრად ემზადებოდა, თავი შეუძლოდ იგრძნო და წამოწვა. სამზარეულოში საჭმელს ამზადებდა, ხახვი და მწვანილი ჰქონდა  დაჭრილი. მისმა მეზობელმა ბიჭებმა მითხრეს დილით დავინახეთ, მაღაზიაში მიდიოდა. ექსპერტებმაც  მითხრეს, რომ წინასწარი დათვალიერებისას მოწამვლის ნიშნები არ აღენიშნებოდა. თვითმკვლელობას კატეგორიულად გამოვრიცხავ”,-განაცხადა კოლელიშვილმა.

იტვირთბა....