პოლიტიკოსმა სოსო ჯაჭვლიანმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში, ისაუბრა მსახიობ ლიკა ქავჟარაძის შესახებ:
“ლიკა სამასი კი არა, ათასი წელი იცოცხლებს ქართველი ხალხის გულში. ლიკა ჩემთვის იყო განუმეორებელი. ლიკასადმი სიყვარულს გამოვხატავდი სხვანაირად, ლიკა ჩემი დედისგან არასდროს განმისხვავებია და ყოველთვის გულწრფელი სიყვარული მქონდა. როცა “კავკასიური რომანსის” პრემიერა შედგა კინოს სახლში, როცა ეკრანზე ვნახე ლიკა, ჩემთვის ჩავილაპარაკე, როგორ დაუმახინჯებიათ ლიკა ეკრანზე, იმდენად ლამაზი იყო ცხოვრებაში და ძალიან დიდხანს შეიძლება მე და ზაზამ (კოლელიშვილმა) ვისაუბროთ ლიკაზე.” – განაცხადა ჯაჭვლიანმა.
მსახიობ ლიკა ქავჟარაძის პანაშვიდი მის საცხოვრებელ სახლში, აბაშიძის #62-ში დღეს და ხვალ, 17:00 საათიდან გაიმართება. მსახიობს, 14 ოქტომბერს, 12:00 საათზე ვაკის სამების ტაძარში გადაასვენებენ, ხოლო დაკრძალვის ცერემონია 15:00 საათზე გაიმართება. ჯერჯერობით უცნობია სად დაკრძალავენ მსახიობს.
გარდაცვლილს ექპერტიზა გასულ ღამეს ჩაუტარდა. ექსპერტიზის დასრულების შემდეგ კი მისი ცხედარი დილით ისევ საკუთარ სახლში გადაასვენეს.
ლიკა ქავჟარაძე გუშინ, 58 წლის ასაკში საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. მიზეზი სავარაუდოდ გულის შეტევა გახდა, თუმცა შსს-მ გამოძიება დაიწყო.