ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“დავწვები ევროსაბჭოს მისაღებში და მსოფლიო პრესას ავალაპარაკებ”

როგორც ცნობილია, ე.წ. ციანიდის საქმეზე პროცესის ადვოკატები დაკითხვაზე არიან დაბარებულნი და საქმის მეექვსე ადვოკატი, ეკა ლომიძეც დაიკითხება.

ადვოკატების საგამოძიებო უწყებაში დაბარებას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ეხმიანება და აცხადებს, რომ თუ ადვოკატებს ისევ დაიბარებენ, ის ევროსაბჭოს მისაღებში დაწვება და მსოფლიოს აალაპარაკებს.

„ადვოკატების დაკითხვაზე დაბარებას ისევ თუ გაბედავენ, დავწვები ევროსაბჭოს მისაღებში და მთელი მსოფლიო პრესას ავალაპარაკებ.

ეს არის პირდაპირი დარტყმა ადვოკატის ფუძემდებლურ პრინციპზე. მინდა, გავაფრთხილო პროკურატურა, ამას მოჰყვება ძალიან მწვავე რეაქცია. ეს იგივეა, რომ მღვდელი დაიბარო და აიძულო აღსარების საიდუმლოს გათქმა. ეს დანგრევს მთელ ადვოკატთა კორპუსს” – აცხადებს ხატიაშვილი.

იტვირთბა....