მსახიობი ია ფარულავა სოციალურ ქსელში კოლეგა ლევან უჩანეიშვილის წერილს აქვეყნებს, რომელიც ლიკა ქავჟარაძეს ეძღვნება:
მსახიობ ლიკა ქავჟარაძის პანაშვიდი მის საცხოვრებელ სახლში, აბაშიძის #62-ში დღეს და ხვალ, 17:00 საათიდან გაიმართება. მსახიობს, 14 ოქტომბერს, 12:00 საათზე ვაკის სამების ტაძარში გადაასვენებენ, ხოლო დაკრძალვის ცერემონია 15:00 საათზე გაიმართება. ჯერჯერობით უცნობია სად დაკრძალავენ მსახიობს.
გარდაცვლილს ექპერტიზა გასულ ღამეს ჩაუტარდა. ექსპერტიზის დასრულების შემდეგ კი მისი ცხედარი დილით ისევ საკუთარ სახლში გადაასვენეს.
ლიკა ქავჟარაძე გუშინ, 58 წლის ასაკში საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. მიზეზი სავარაუდოდ გულის შეტევა გახდა, თუმცა შსს-მ გამოძიება დაიწყო.